logo_geo
eng_logo
ანრი ოხანაშვილი: კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებამ ვენეციის კომისია შეცდომაში შეიყვანა - ჩვენ ამ პროცესს ევროკომისიასთან და შესაბამის სტრუქტურებთან კონსულტაციის ფარგლებში გავაგრძელებთ
- +

10 ოქტომბერი. 2023. 17:48

 

 

ვენეციის კომისია პირდაპირ დაეყრდნო კონკრეტულ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომლის შეფასებამაც ფაქტობრივად კომისია შეცდომაში შეიყვანა”, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მისი თქმით, პროცესი ევროკომისიასთან და შესაბამის სტრუქტურებთან კონსულტაციის ფარგლებში გაგრძელდება.

 

ეს არის კლასიკური მაგალითი, როგორ შეიძლება ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ შეცდომაში შეიყვანოს ვენეციის კომისია - თითქოს იმ ორგანიზაციამ, რომელიც ის წარადგინა საქართველოს პარლამენტში არამოსამართლე წევრად საბჭოში არჩევისთვის, მისი წარდგენის პროცედურა იყო ხარვეზიანი. ამას უთითებს არასამთავრობო ორგანიზაცია და მათზე დაყრდნობით ამას ციტირებს ვენეციის კომისია. ეს არის არასწორი ინფორმაცია, ვინაიდან პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გვქონდა შესაძლებლობა, რომ შეგვესწავლა დოკუმენტაცია, დამატებით გამოგვეთხოვა დოკუმენტები და ამის შესაბამისად მიგვეღო გადაწყვეტილება. კონკრეტულ ამ წევრთან დაკავშირებითაც ყველა დოკუმენტაცია საქართველოს კანონმდებლობასთან სრულად იყო შესაბამისობაში. ვენეციის კომისიის მხრიდან საქართველოს პარლამენტთან აღარ გადამოწმდა ეს ინფორმაცია. პირდაპირ დაეყრდნენ კონკრეტულ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომლის შეფასებამაც ფაქტობრივად შეცდომაში შეიყვანა ვენეციის კომისია. ჩვენ გვექნება კონსულტაცია და კომუნიკაცია უპირველეს ყოვლისა ევროკომისიასთან და შესაბამის სტრუქტურებთან და ამ პროცესს მათთან კონსულტაციის ფარგლებში გავაგრძელებთ“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner