logo_geo
eng_logo
გია ცაგარეიშვილი: ყველა კვლევა ცხადყოფს, რომ ქვეყანაში სასამართლო ხელისუფლება არის თავისუფალი
- +

10 ოქტომბერი. 2023. 18:27

 

 

„2012 წლიდან, როდესაც ჩვენ პირწმინდად განადგურებული სასამართლო ხელისუფლება დაგვხვდა, იქიდან მოყოლებული, თითქმის 11 წლის განმავლობაში რეფორმების პოლიგონად ვაქციეთ სასამართლო ხელისუფლება და არის ძალიან დიდი შედეგები“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

მისი თქმით, ყველა კვლევა ცხადყოფს, რომ ქვეყანაში სასამართლო ხელისუფლება არის თავისუფალი.

 

მე, საქართველოს პარლამენტში ისეთი პერიოდიც მახსოვს, როდესაც პარლამენტი და პარლამენტის წევრები უშუალოდ ჩართულები იყვნენ სასამართლო ხელისუფლების მართვაში. პირველ რიგში, ჩვენ ეს ამოვძირკვეთ. არავის საქმე არაა, სასამართლო ხელისუფლება როგორ წარმართავს თავის საქმიანობას.

 

ჩვენ ახლაც ღია და გამჭვირვალე ურთიერთობა გვაქვს ვენეციის კომისიიდან კოლეგებთან, ამიტომ რეფორმები მომავალშიც გაგრძელდება, თუ იქნება ნათლად ჩამოყალიბებული, რას ელოდებიან ისინი საქართველოს პარლამენტისგან და მმართველი ძალისგან. ეს ბუნდოვანი ჩანაწერი, რომ ძირეული რეფორმა უნდა განხორციელდეს, რას ნიშნავს ეს ძირეული რეფორმა?! ყველა კვლევა ცხადყოფს, რომ ქვეყანაში სასამართლო ხელისუფლება არის თავისუფალი“, - აღნიშნა გია ცაგარეიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner