logo_geo
eng_logo
გია ცაგარეიშვილი: ვენეციის კომისიის დღევანდელი მოსაზრება მეტყველებს იმაზე, რომ მათი ბევრი შენიშვნა საქართველოს მთავრობამ და პარლამენტმა გაიზიარა
- +

10 ოქტომბერი. 2023. 18:31

 

 

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა „ქრონიკაში“ ვენეციის კომისიის მიერ გამოქვეყნებული მოსაზრება შეაფასა.

 

პირველ რიგში უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ვიწყებთ „საერთო სასამართლოების“ შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების განხილვას პირველი მოსმენით. ჩვენ არ ვიწყებდით ამ კანონპროექტის განხილვას საქართველოს პარლამენტში, რადგან ველოდებოდით ვენეციის კომისიის დასკვნას, ახლა პროცესი უფრო დაჩქარდება. დავიწყებთ ამ კანონპროექტის განხილვას და ის შენიშვნები, რომლებიც იყო ჩამოყალიბებული ვენეციის კომისიის ამ მოსაზრებებში, მეტ-ნაკლებად შესაძლებელია მომავალში გაზიარებულ იქნას. ჩვენ უამრავი რამ გავაკეთეთ. რამდენიმე ტალღა იყო სასამართლო რეფორმების. უმეტესი მათგანი, თუ არა ყველა ფაქტობრივად მოწონებული იყო ჩვენი პარტნიორების მიერ, მათ შორის ვენეციის კომისიის მიერ და დღეს გამომზეურებული მათი მოსაზრება ასევე მეტყველებს იმაზე, რომ ბევრი მათი შენიშვნა საქართველოს მთავრობის, პარლამენტის მიერ გაზიარებულია. რაც შეეხება ძირეულ რეფორმას, მინდა გითხრათ, რომ ეს ცოტა ბუნდოვანი შეფასებაა. რას ნიშნავს ძირეული რეფორმა?! თუ ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ რამდენიმე წლის წინანდელ პერიოდს უნდა დავუბრუნდეთ, როდესაც ფაქტობრივად პარალიზებული იყო იუსტიციის საბჭო და ვერანაირ გადაწყვეტილებას ვერ იღებდა და იყო გარე გავლენებს დაქვემდებარებული, ამას ვერანაირად დავუბრუნდებით. ეს არის გამორიცხული“, - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner