ისრაელი „ჰამასის“ შეჭრას სულ მცირე 40 ბავშვი ემსხვერპლა, მათ შორის არიან ჩვილებიც, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალები იტყობინება.
როგორც უცხოური მედია წერს, ტერორისტების თავდასხმების შემდეგ ჯარისკაცებს შემზარავი სცენები დახვდათ. რამდენიმე სამხედრო ყვება, რომ მათ აღმოაჩინეს თავმოკვეთილი ჩვილები და ოჯახები, რომლებიც საწოლებში დახვრიტეს.