სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი დსთ-ს სამიტზე არ ჩავა, - ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ყირგიზეთის პრეზიდენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც ცნობილი გახდა, ნიკოლ ფაშინიანმა უკვე შეატყობინა ყირგიზეთის პრეზიდენტს, სადირ ჯაპაროვს, რომ ის არ გაემგზავრება ბიშკეკში 13 ოქტომბერს დაგეგმილ დსთ-ს სამიტზე.