"დღეს სასამართლო სისტემა არის ბევრად, შეუდარებლად უფრო თავისუფალი და დამოუკიდებელი, ეს ყველა მონაცემებში ჩანს, "- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
„ჩანს როგორც საერთაშორისო ინდიკატორებში, ასევე მიმდინარე სტატისტიკაში, სადაც არის ბალანსი მოქალაქეებსა და სახელმწიფოს შორის მოგებულ დავებში და სადაც ყველა რეზონანსულ და მაღალი ინტერესის საქმეზე ჩვენი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა. იცით, არაერთი ასეთი საქმე, რომლის გამოც სასამართლოს წლების განმავლობაში სრულიად უსაფუძვლოდ აკრიტიკებდნენ, მაგრამ შემდეგ არცერთ ოპონენტს ბოდიში არ მოუხდია“, - აღნიშნა თალაკვაძემ.