"სირცხვილია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ „ბოსი“ და დამფინანსებელი დავით კეზერაშვილია," - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა.
„ეს ადამიანი ქვეყნის თავდაცვის ბიუჯეტის გაქურდვაზეა გასამართლებული. ამასთან, იმედია, მის მიმართ ევროპაში სისხლის სამართლის დევნა დაიწყება, რადგან ევროპელი პენსიონერების თანხებს იპარავს. ასეთია დღევანდელი “ნაციონალური მოძრაობის“ რეალური სახე“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.