logo_geo
eng_logo
ილია დარჩიაშვილმა გერტ იან კოპმანთან სატელეფონო საუბარი გამართა
- +

10 ოქტომბერი. 2023. 21:23

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, ევროკომისიის გენერალურ დირექტორთან სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებათა საკითხებში, გერტ იან კოპმანთან სატელეფონო საუბარი გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

 

უწყების ცნობით, საუბარი შეეხო საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების მიმართულებით.

 

 

მხარეებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს ხელისუფლებასა და ევროკომისიასთან მიმდინარე ინტენსიური კონსულტაციები, ასევე შეაჯერეს ა.წ. სექტემბერსა და ოქტომბრის დასაწყისში თბილისსა და ბრიუსელში მაღალ დონეზე გამართული შეხვედრების შედეგები.

 

 

მხარეები შეთანხმდნენ, რომ კვლავაც განაგრძობენ აქტიურ კონსულტაციებს, რათა საქართველოს პროგრესი მაქსიმალურად აისახოს ევროკომისიის ანგარიშში, რომელიც ნოემბრის დასაწყისში გამოქვეყნდება ე.წ. „გაფართოების პაკეტის" ფარგლებში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner