"4 ბავშვს მოაჭრეს თავი. ვნახეთ როგორ გაჰქონდათ მრავალი საათის განმავლობაში ცხედრები. სიტყვებს ვერ ვპოულობ, რომ გამოვხატო ჩვენი გრძნობები," - ამის შესახებ საქართველოში ისრაელის ელჩმა ჰადას მეიცადმა გადაცემაში განაცხადა.
„ჰამასმა“ ამოწყვიტა, გააუპატიურა ასობით უდანაშაულო ადამიანი, მე არ მყოფნის სიტყვები იმიტომ, რომ ეს გახლავთ ბარბაროსული ომის აქტი. ასეთ რამეს უკანასკნელი წლების განმავლობაში არ მოვსწრებივართ. „ჰამასი“ და ისლამური სახელმწიფო ერთი და იგივეა. მთელმა მსოფლიომ დაინახა „ჰამასის“ რეალური სახე, ზუსტად ისეთი, როგორიც იყო ისლამური სახელმწიფო“, - აღნიშნა ისრაელის ელჩმა.