logo_geo
eng_logo
CNN: ჯო ბაიდენს ბენიამინ ნეთანიაჰუსთან სატელეფონო საუბრისას არ მოუწოდებია ღაზაში შესვლისგან თავის შეკავებისკენ
- +

10 ოქტომბერი. 2023. 23:10

აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან სატელეფონო საუბრისას არ მოუწოდებია ღაზაში შესვლისგან თავის შეკავებისკენ, – ამის შესახებ CNN-ი ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იუწყება.

 

 

ტელეკომპანიის ცნობით, მაღალჩინოსანი ორი ლიდერის სატელეფონო საუბრის დეტალებს იცნობს.

 

 

როგორც ტელეკომპანია იუწყება, ჯო ბაიდენმა და ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელის მხარდაჭერის, პარტნიორებსა და მოკავშირეებთან ერთად კოორდინირებული ძალისხმევის საკითხები განიხილეს, რომლითაც შესაძლებელი უნდა გახდეს ტერორიზმის წინააღმდეგ ისრაელის დაცვა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner