logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს სადილზე უმასპინძლა
- +

10 ოქტომბერი. 2023. 23:33

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მეუღლესთან − ნუნუკა თამაზაშვილთან ერთად, უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს და მის მეუღლეს, ანიკო ლევაისს სადილზე უმასპინძლა.

 

 

უნგრეთის პრემიერ-მინისტრისა და მისი მეუღლის პატივსაცემად სადილი „ბიოლში“ გაიმართა.

 

 

ირაკლი ღარიბაშვილმა და ვიქტორ ორბანმა საქართველოსა და უნგრეთს შორის მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები არაფორმალურ გარემოში განიხილეს.

 

 

ვიქტორ ორბანი სამთავრობო დელეგაციასთან ერთად საქართველოს 10 ოქტომბერს ეწვია.

right_banner right_banner
არქივი
right_banner