აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ანტონი ბლინკენი მხარდაჭერის ნიშნად ისრაელს ეწვევა. ბლინკენი ისრაელში 12 ოქტომბერს ჩავა.
„მას, რა თქმა უნდა, სურს ისრაელის ლიდერებისგან პირადად მოისმინოს იმ სიტუაციის შესახებ, რომელშიც ისინი არიან. მას ასევე სურს გაიგოს, თუ რა სჭირდებათ და როგორ შეგვიძლია ჩვენ ისრაელს ეფექტური მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ“, - განუცხადა ჟურნალისტებს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეტ მილერმა.