ურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ღაზის სექტორის სრული ბლოკადის თაობაზე ისრაელის გადაწყვეტილება გააკრიტიკა. მისი თქმით, ელექტროენერგიისა და წყლის შეწყვეტა პალესტინელი ხალხის ადამიანურ უფლებებს ეწინააღმდეგება.
ერდოღანი ასევე გამოეხმაურა აშშ-ის მიერ აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში ავიამზიდის გაგზავნას.
„რას აკეთებს აშშ-ის ავიამზიდი ისრაელში? რის გაკეთებას აპირებს? ის თავს დაესხმება ღაზას, მის მიდამოებს და ჩაიდენს ხოცვა-ჟლეტას“, - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.
ამასთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ის განაგრძობს ძალისხმევას ომის დასასრულებლად.