გერმანიამ განაცხადა, რომ უკრაინას ერთ მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების სამხედრო მხარდაჭერის პაკეტს გადასცემს, - ამის შესახებ ინფორმაცია გერმანიის თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ინფრასტრუქტურის დასაცავად უკრაინა მიიღებს ანტისაჰაერო თავდაცვით სისტემებს – „პეტრიოტი“, „აირის-ტ“ და „გეპარდი“, რომელთა საერთო ღირებულება ერთ მილიარდ ევროს შეადგენს. პაკეტში ასევე შედის იარაღი, დაჯავშნული სატრანსპორტო საშუალებები და სამხედროების აღჭურვილობა, რომლის ღირებულებაც 20 მილიონი ევროა.