ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმიდან თითქმის ოთხი დღის შემდეგ, ისრაელში დაღუპულთა რიცხვმა 1200-ს მიაღწია. ინფორმაციას ისრაელის საზოგადოებრივ მაუწყებელზე დაყრდნობით „ბიბისი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, მსხვერპლთა უმეტესობა მშვიდობიანი მოქალაქეა.
პარალელურად, პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით მედია წერს, რომ ღაზაში გარდაცვლილთა რაოდენობამ 900-ს გადააჭარბა, ხოლო 4600-მდე პირი დაჭრილია.
თავდასხმების შედეგად დაღუპულთა საერთო რაოდენობა 2100-მდე გაიზარდა.
ამასთან, ისრაელის საჰაერო ძალების ათობით გამანადგურებელმა 200-ზე მეტი სამიზნეს დაარტყა. ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ეს არის მესამე კონტრშეტევა ტერიტორიაზე ბოლო 24 საათის განმავლობაში.