უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის თბილისში ვიზიტს აფასებენ მმართველ პარტიაში. „ქართულ ოცნებაში“ ორ ქვეყანას შორის ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე საუბრობენ. ასევე, ამბობენ, რომ უნგრეთი არის ის ქვეყანა, რომელიც ევროკავშირის საბჭოში საქართველოს მხარდაჭერის მოთხოვნას ხმამაღლა გააჟღერებს.
„უნგრეთსა და საქართველოს შორის საკმაოდ მჭიდრო ურთიერთობა განვითარდა, რაც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ორმხრივი ურთიერთობის კუთხით, არამედ ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის თვალსაზრისით. უნგრეთი განუხრელად უჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას და მიაჩნია, რომ საქართველო იმსახურებს არა მხოლოდ კანდიდატის სტატუსს, არამედ წევრობისთვის უნდა გადადგას შემდგომი ნაბიჯები. უნგრეთი არის ის ქვეყანა, რომელიც ხმამაღლა გააჟღერებს ევროკავშირში საქართველოს მხარდაჭერის მოთხოვნას“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.