logo_geo
eng_logo
გია ცაგარეიშვილი: გვჭირდება არა ბუნდოვანი შეფასებები და მოწოდებები, არამედ კონკრეტული რჩევები და შენიშვნები
- +

11 ოქტომბერი. 2023. 10:25

 

 

მმართველი პარტია ვენეციის კომისიის შეფას ეხმიანება, რომელიც საერთო სასამართლოების შესახებ მიღებულ კანონს და მომზადებულ კანომპროექტს ეხება. ვენეციის კომისიას სამართლებრივი ხარვეზი არ დაუდგენია. მეტიც, ის მიესალმება ივნისში მიღებულ ზოგიერთ შესწორებას, ასევე, სექტემბრის ცვლილებებს. ვენეციის კომისიას აქვს რეკომენდაციები, რომლებიც ძირითადად იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ეხება. კომისია, საბჭოს ფართომაშტაბიანი რეფორმის რჩევას გასცემს.

 

"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ აღნიშნული ჩანაწერი ბუნდოვანი და ზოგადია.

 

„შენიშვნების ნაწილი ბუნებრივია გაზიარებული იქნება. დანარჩენს შევხედავთ, დავაკვირდებით კრიტიკული თვალით, რას ითხოვენ ჩვენი კოლეგები. მე ყური მომჭრა ერთმა ფრაზამ, რომ თურმე აუცილებელია ძირეული რეფორმა იუსტიციის საბჭოსი, მაგრამ იქვე არ არის ჩამოყალიბებული რას ნიშნავს ეს ძირეული რეფორმა. ჩვენ გავაგრძელებთ სასამართლო ხელისუფლების რეფორმირებას, მაგრამ გვჭირდება არა ბუნდოვანი შეფასებები და მოწოდებები, არამედ კონკრეტული რჩევები და შენიშვნები“, - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner