logo_geo
eng_logo
გია ვოლსკი "ნაცმოძრაობაზე": ჩრდილოვან მმართველობას უკვე აღარც მალავენ
- +

11 ოქტომბერი. 2023. 10:43

 

 

‘’ნაციონალური მოძრაობის’’ თავმჯდომარე პარტიის არაფორმალურ მმართველთან, დავით კეზერაშვილთან შესახვედრად კვიპროსზე გაემგზავრა. ლევან ხაბეიშვილთან ერთად კვიპროსში წავიდა პარტიის სრული მენეჯმენტი, მათ შორის, პეტრე ცისკარიშვილი, დავით კირკიტაძე და გიორგი ბოტკოველი.

 

"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ჩენი ქვეყნის მომავალი საქართველოში, ხალხთან მუდმივ დიალოგში წყდება და არა შეთქმულების თეორიების გამოძერწვაში ქვეყნის ფარგლებს გარედან.

 

“ჩრდილოვან მმართველობას უკვე აღარც მალავენ. კეზერაშვილი არის მმართველი, კეზერაშვილი არის დამფინანსებელი და კეზერაშვილთან ერთად ვანო მერაბიშვილიც აქტიურად არის ჩრთული პოლიტიკურ პროცესებში. კონსულტაციებს რასაც ეგენი ეძახიან, ეს რეალურად არის იმ გეგმის განვითარების მცდელობა, რასაც რევოლუციური სცენარი ჰქვია - დესტაბილიზაცია, ხელისუფლების ცვლილება არჩევნების გარეშე და შემდეგ ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რაც ჩვენს ქვეყანას ომის ქარცხეცხლში გახვევს. ეს არის იმდენად თვალხილული და თვალსჩინო ფორმულა, რომ მე არ მგონია, რომ ვინმე კიდე დარჩა ამ ქვეყანაში ან მის ფარგლებს გარეთ, ვისაც სჯერა რომ ასეთი დემოკრატიული პროცესების განვითრებისთის არის ეს გუნდი მოწოდებული”, - განაცხადა ფიორგი ვოლსკმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner