logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს იუსტიციის სისტემის ყველა თანამშრომელს გულითადად გილოცავთ იუსტიციის დღეს. ეს დღე ეძღვნება სამართლიანობისა და კანონის უზენაესობის პრინციპებს
- +

11 ოქტომბერი. 2023. 10:52

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს იუსტიციის სისტემის ყველა თანამშრომელს იუსტიციის დღეს ულოცავს.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს დღე ეძღვნება სამართლიანობისა და კანონის უზენაესობის პრინციპებს.

 

საქართველოს იუსტიციის სისტემის ყველა თანამშრომელს გულითადად გილოცავთ იუსტიციის დღეს.

 

ეს დღე ეძღვნება სამართლიანობისა და კანონის უზენაესობის პრინციპებს, ამავე დროს - თითოეულ თქვენგანს; თქვენი ყოველდღიური შრომა საკვანძო მნიშვნელობისაა ჩვენს ქვეყანაში ამ პრინციპების განუხრელი დაცვისა და გაძლიერებისათვის; თქვენი მაღალი პროფესიონალიზმი და საქმისადმი ერთგულება გადამწყვეტ როლს თამაშობს სამართლიანი, ძლიერი, თანამედროვე, დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობაში.

 

მადლობა მინდა გადაგიხადოთ ქვეყნის წინაშე გაწეული სამსახურისთვის და შემდგომ წარმატებებს გისურვებთ”,- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner