logo_geo
eng_logo
გია ცაგარეიშვილი "ნაცმოძრაობაზე": ფიქრობენ, რომ სადღაც კვიპროსში, კურორტზე უნდა გადაწყდეს საქართველოს ბედი
- +

11 ოქტომბერი. 2023. 11:29

 

 

‘’ნაციონალური მოძრაობის’’ თავმჯდომარე პარტიის არაფორმალურ მმართველთან, დავით კეზერაშვილთან შესახვედრად კვიპროსზე გაემგზავრა. ლევან ხაბეიშვილთან ერთად კვიპროსში წავიდა პარტიის სრული მენეჯმენტი, მათ შორის, პეტრე ცისკარიშვილი, დავით კირკიტაძე და გიორგი ბოტკოველი.

 

"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ჩენი ქვეყნის მომავალი საქართველოში, ხალხთან მუდმივ დიალოგში წყდება და არა შეთქმულების თეორიების გამოძერწვაში ქვეყნის ფარგლებს გარედან.

 

აქ რაღაც ტრაგიკომედიასთან გვაქვს საქმე. ადამიანები ფიქრობენ, რომ ეტყობა სადღაც კვიპროსში, კურორტზე უნდა გადაწყდეს საქართველოს ბედი. იმდენად არ უყვართ მშობელი ხალხი და შეურაცხყოფას აყენებენ თანამოძმეებს, რომ დაეწყვნენ და წაბრძანდნენ ოლიგარქ კეზერაშვილთან შესახვედრად უცხო ქვეყანაში და იქ ფიქრობენ, გადაწყვიტონ საქართველოს მომავალი. საქართველოს მომავალი წყდება თბილისში, საქართველოში, ჩვენი ქვეყნის ულამაზეს ქალაქებსა და სოფლებში, ჩვენს მშობელ ხალხთან მუდმივ დიალოგში და არა რაღაც შეთქმულების თეორიების უშნო გამოძერწვაში ქვეყნის ფარგლებს გარედან“, - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner