კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქში სკვერის მოწყობის სამუშაოების მიმდინარეობას კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე და მერის მოადგილე ზურაბ კოპაძე ადგილზე გაეცნენ.
სკვერი “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის”-ს ფარგლებში ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ეწყობა.
პროექტს ი/მ „ნინო ჯუხარიძე“ ახორციელებს, რომლის ბიუჯეტი 39 892 ლარია.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია დეკორატიული კედლის, გარე წყალსადენის და კანალიზაციის ქსელის, გარე განათების, სასმელი წყლის „სოკო“ -ს, მოწყობა. დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება სკვერის ბილიკები, დამონტაჟდება სკამები და ნარჩენის ურნები. დაირგვება ნარგავები და გამწვანდება სკვერის ტერიტორია.