ნატო ონიანი გოგა ხაინდრავას ფილმზე „ჰეროკრატიაზე" წერს:
„ვისაც გვჯერა, გაგვატარეთ" მიდგომა არ მოსულა? დავიღალე კომენტარების კითხვით თემაზე- „არ ვნახავ, იმიტომ რომ..." („ცისფერი მთები" მახსენდება „მე არ წავიკითხავ და სოსომ ძალიან კარგად იცის, რატომაც არ წავიკითხავ") და ვინ შეგეხვეწათ? ვისაც უნდა ნახავს, ვისაც არა გადართავს. ადამიანს აქვს არჩევანის უფლება.
ისე, ხალხის შოკში ჩაგდებაზე მაშინაც რომ გეფიქრათ, როცა ეს ყველაფერი ყოველდღიურად ხდებოდა და ძალიან კარგად იცოდით, რომ ხდებოდა, უმჯობესი იქნებოდა. მაგრამ მაშინ კომენტარები ცოტა რთული იყო, ხომ? კარგად მახსოვს, ფეისბუკზე სტატუსის დალაიქებას 20 ადამიანი რომ ბედავდა..."- წერს ონიანი.