logo_geo
eng_logo
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის რეგიონალურ დირექტორს შეხვდა
- +

11 ოქტომბერი. 2023. 12:42

 

 

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - ალექსანდრე დარახველიძემ, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონალური (ვენის) ოფისის (IOM SEEECA) დირექტორთან- მანფრედ პროფაზისთან, - ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

 

უწყების ცნობით, შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სამინისტროს ხელმძღვანელი პირები და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს მისიის ხელმძღვანელი - სანია ჩელებიჩ ლუკოვაცი.

 

შეხვედრაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელს ინფორმაცია მიაწოდა სამინისტროში მიგრაციისა და საზღვრის მართვის მიმართულებით მოქმედი დანაყოფების საქმიანობისა და არსებული საჭიროებების შესახებ. მხარეებმა არსებული თანამშრომლობისა და მიმდინარე პროექტების ფარგლებში განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებები განიხილეს და სამომავლო ურთიერთობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე შეთანხმდნენ.

 

შეხვედრის ფარგლებში, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, სანია ჩელებიჩ ლუკოვაცმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციას (IOM) შორის ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

 

შეხვედრის დასასრულს, ალექსანდრე დარახველიძემ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა საქართველოში მიგრაციის მართვისა და საზღვრის ინტეგრირებული მართვის გაძლიერების კუთხით მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქმიანობის მნიშვნელობას და მადლობა გადაუხადა წლების განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner