logo_geo
eng_logo
გურამ მაჭარაშვილი: ცუდ დღეშია ახლა ხაბეიშვილი. ერთი ფეხი „ვივამედში“ აქვს, მეორე კვიპროსში და აქ რით იაროს აღარც იცის
- +

11 ოქტომბერი. 2023. 13:14

 

 

არაფორმალურ მმართველობაშიც ვერ ივარგა. ფორმალურ მმართველად არც არავის უღიარებია,“ - ასე ეხმიანება "ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერი გურამ მაჭარაშვილი ლევან ხაბეიშვილის და ნაცმოძრაობის წევრების გამგზავრებას უცხოეთში დავით კეზერაშვილთან შესახვედრად.

 

მაჭარაშვილის თქმით, „ნაცმოძრაობაში“ კარგი პროცესები მიდის, რადგან პარტიაში შიდა დაპირისპირებაა.

 

არაფორმალური მმართველობა, რომელიც აღიარეს „ნაციონალურ მოძრაობაში“, მათ მრავალმხრივი აქვთ. არაფორმალური მმართველიც კი, რამდენიმე ჰყავთ.

 

ცუდ დღეშია ახლა ხაბეიშვილი. ერთი ფეხი „ვივამედში" აქვს, მეორე კვიპროსში და აქ რით იაროს აღარც იცის. არ არის გამორიცხული აქ ამ მიზეზითაც გადააყენონ, იმიტომ რომ არაფორმალურ მმართველობაშიც ვერ ივარგა. ფორმალურ მმართველად არც არავის უღიარებია, მაგრამ არაფორმალური მმართველობის დროსაც ასეთი აჯაფსანდალი შექმნა პარტიაში. რეალურად კარგი პროცესები უკვე მოხდა,“ - განაცხადა მაჭარაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner