„აღარც მალავენ იმ გარემოებას, რომ კეზერაშვილი არის არაფორმალური მმართველი იმ ჯგუფის, რომელსაც შემორჩენილი აქვს სახელი „ნაციონალური მოძრაობა“, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ კვიპროსში „ნაციონალური მოძრაობის“ ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.
„აღარც მალავენ იმ გარემოებას, რომ კეზერაშვილი არის არაფორმალური მმართველი იმ ჯგუფის, რომელსაც შემორჩენილი აქვს სახელი „ნაციონალური მოძრაობა“. სამწუხაროდ, ეს არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც მთავარი შემოქმედია ყველა დესტრუქციული ქმედების. დღეს მათ მიერ შერჩეული იარაღი პოლიტიკურ კონკურენციაში გახლავთ მხოლოდ და მხოლოდ რადიკალიზაცია და ვაშაძის შეყვანა ამ პოლიტიკურ გაერთიანებაში იყო მცდელობა, რომ ის ნაკლოვანებები შევსებულიყო, რომელიც დამახასიათებელი იყო ხაბეიშვილისთვის, როგორც ლიდერისთვის, რომელიც ვერ შედგა როგორც ლიდერი. როგორც ჩანს, ამ ვერსიამაც არ გაამართლა და ახლა კიდევ ექნება მცდელობები. რაკი ამაზე ისმის საუბრები და დისკუსია გაიხსნა, ალბათ მოსალოდნელია, რომ გარკვეული ცვლილებები იქნება, თუმცა მე არ მგონია, რომ აქ რაიმე დრამატული ცვლილება შეიძლება შეიტანოს რომელიმე პოლიტიკური ლიდერის ჩანაცვლებამ“, - აღნიშნა სარჯველაძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თანაგუნდელებთან ერთად პარტიის არაფორმალურ მმართველთან ჩავიდა. დავით კეზერაშვილთან, ლევან ხაბეიშვილი, პეტრე ცისკარიშვილი, დავით კირკიტაძე, ლევან ბეჟაშვილი და გიორგი ბოტკოველი იმყოფებიან.