logo_geo
eng_logo
ილია დარჩიაშვილი: ყოველდღიურად გვაქვს 4-5 ფრენა, რომელსაც სხვადასხვა ავიაკომპანია ასრულებს ისრაელიდან და დაახლოებით 3000-მდე ადამიანმა ამ ფრენით უკვე ისარგებლა
- +

11 ოქტომბერი. 2023. 15:52

 

 

ჩვენ ყოველდღიურად გვაქვს 4-5 ფრენა, რომელსაც სხვადასხვა ავიაკომპანია ასრულებს ისრაელიდან და მინდა აღვნიშნო, რომ დაახლოებით 3000-მდე ადამიანმა ისარგებლა ამ ფრენით“, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

 

სპეცრეისების საჭიროება დგება იმ შემთხვევაში, თუ ორ ქვეყანას შორის ფრენები არ არის. ჩვენ ყოველდღიურად გვაქვს 4-5 ფრენა, რომელსაც სხვადასხვა ავიაკომპანია ასრულებს და მინდა აღვნიშნო, რომ დაახლოებით 3000-მდე ადამიანმა ისარგებლა ამ ფრენით, რომლებიც ისრაელიდან ჩამობრძანდნენ საქართველოში. ჩვენთვის თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია. ჩვენს საელჩოს რამდენიმე ცხელი ხაზი აქვს გახსნილი. მუდმივ კომუნიკაციაში ვართ ჩვენს მოქალაქეებთან. არიან განსაკუთრებული ჯგუფები, ვთქვათ ბავშვები, რომლებიც სამკურნალოდ იყვნენ ჩასულები ისრაელში და ჩვენ მათ მაქსიმალურად ვუჭერთ მხარს იმისთვის, რომ დროულად მოხდეს მათი სხვა ლოკაციაზე გადაყვანა, ან საქართველოში დაბრუნება და ამის ძალიან კარგი პრეცედენტები უკვე გვაქვს. ვაგრძელებთ ჩვენი მოქალაქეების საჭიროებების ადგილზე იდენტიფიცირებას. ვეხმარებით მათ ავიაკომპანიებთან კომუნიკაციაში. დღეს 4 ფრენაა დაგეგმილი და სწორედ ამ კომერციული ფრენებით სარგებლობენ ჩვენი მოქალაქეები. მესმის, შეიძლება ერთდროულად ყველასთვის ხელმისაწვდომი არ იყოს კონკრეტულ ფრენაზე ბილეთის შეძენის შესაძლებლობა, მაგრამ არის ფრენები და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ჩვენს მოქალაქეებსა და ავიაკომპანიას შორის ბარიერები არ იყოს და მოქალაქეებმა შეიძინონ ბილეთები. ჩვენ ვაგრძელებთ კომუნიკაციას, საჭირო შემთხვევაში სასტუმროებითაც უზრუნველვყოფთ ჩვენს მოქალაქეებს თუკი ისინი კონკრეტულ შემთხვევებში გამოუვალ მდგომარეობაში არიან. ვაგრძელებთ ჩვენი მოქალაქეების ინტერესების დაცვას და დარწმუნებული ვარ ყველა მოქალაქე, რომელსაც საქართველოში დაბრუნება უნდათ, შეძლებს დაბრუნებას“, - აღნიშნა დარჩიაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner