logo_geo
eng_logo
ილია დარჩიაშვილი: ძალიან ძლიერი სიგნალია ბატონი ორბანის საქართველოში ვიზიტი და ეს ძალიან ღირებულ შედეგს მოიტანს ჩვენი ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით
- +

11 ოქტომბერი. 2023. 15:58

 

 

ძალიან ძლიერი სიგნალია ბატონი ორბანის ვიზიტი საქართველოში და ეს ძალიან ღირებულ შედეგს მოიტანს ჩვენი ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით“, - ასე გამოეხმაურა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის საქართველოში ვიზიტს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი.

 

მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა დღეს საქართველოში ვუმასპინძლოთ უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, რომელიც საქართველოში ჩამობრძანდა მთავრობის შემადგენლობით. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ის ძალიან მჭიდრო და სტრატეგიული თანამშრომლობის ახალი ფაზა ორ ქვეყანას შორის, რომელიც ჩვენ დავიწყეთ და რომელსაც იმპულსი მისცა დამატებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უნგრეთში, გრძელდება. ერთი მხრივ, ეს ვიზიტი არის ძალიან ძლიერი გზავნილი ჩვენი ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით უნგრეთის ძლიერი მხარდაჭერის და მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, სამთავრობოთაშორისო შეხვედრა, რომელიც მინისტრების მონაწილეობით გაიმართება, გააძლიერებს ორ, შესაბამის კოლეგა უწყებებს შორის თანამშრომლობას და ახალ იმპულსს მოიტანს სამთავრობო თანამშრომლობის მიმართულებით. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია უნგრეთის მხარდაჭერა, როდესაც საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას. უნგრეთი ყოველთვის იყო, არის და აუცილებლად იქნება მომავალში ჩვენი მხარდამჭერი ამ მიმართულებით. ერთია, რომ ჩვენ ორმხრივ ფორმატში ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ევროკავშირთან, მაგრამ მეორე მხრივ სტატუსის საკითხზე ვაგრძელებთ აქტიურ თანამშრომლობას და მობილიზებას ჩვენი მეგობრებისა და პარტნიორების. ჩვენთვის სტატუსის მონიჭების საბოლოო გადაწყვეტილება არის ინდივიდუალურად კონკრეტული ქვეყნის ერთი ხმა და ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ორმხრივ ფორმატებში შესაბამისი წევრი ქვეყნების მობილიზება. ამ მიმართულებით უნგრეთი არის ძალიან კარგი მაგალითი. კარგი გზავნილია დღეს რომ საქართველოში ჩამობრძანდა პრემიერ-მინისტრი თავისი სამთავრობო დელეგაციით და ეს დარწმუნებული ვარ ახალ იმპულსს მოიტანს ჩვენი ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით. ასევე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მთავრობათაშორისი კომისია, რომელიც გაიმართება, აქცენტებს გააკეთებს იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელიც გვაქვს ორმხრივ ფორმატში. ასევე მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, რომ ამ შეხვედრების პარალელურად, გაიმართება ხელმოწერები, მემორანდუმები ორ კოლეგა სამინისტროებს შორის. ძალიან ძლიერი სიგნალია ბატონო ორბანის ვიზიტი საქართველოში და ეს ძალიან ღირებულ შედეგს მოიტანს ჩვენი ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით“, - აღნიშნა დარჩიაშვილმა.

 

ვიქტორ ორბანი ოფიციალურ შეხვედრებს თბილისში დღეს იწყებს. საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი 10 ოქტომბერს ეწვია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner