„ფულს ვინც იხდის, ის უკვეთავს მუსიკას, კეზერაშვილი იხდის ფულს და წავიდა ორკესტრი მის სანახავად, რომ მიიღოს ახალი რეპერტუარი და მესიჯები, მოქმედების გეგმა“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.
„ასეთი ფრთიანი გამოთქმა არის, რომ ვინც ფულს იხდის, ის უკვეთავს მუსიკას. ამიტომ კაცი იხდის ფულს, შეუკვეთა მუსიკა და წავიდა ორკესტრი მის სანახავად, რომ ალბათ მიიღოს ახალი რეპერტუარი და მესიჯები, მოქმედების გეგმა. აბა, თავისით რა უნდა გააკეთოს პარტიის ახალმა თავმჯდომარემ“ – განაცხადა ოდიშარიამ.