ირაკლი კაკაბაზე სანდრა რულოვსის შესახებ სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ სანდრა ერთი უბრალო კარიერისტია, რომელიც მხოლოდ საკუთარი ინტერესებისთვის იბრძვის.
„ორი სიტყვა მინდა ვთქვა სანდრო რულოვსის ნეო-კოლონიალისტურ მიდგომაზე საქართველოს მიმართ. ქალბატონი ყოფილი პირველი ლედი არანაკლები კარიერისტი აღმოჩნდა, ვიდრე მისი ქმარი. მაგრამ მისი ქმრისგან განსხვავებით, ის ევროპულ და იმპერიულ ძალას წარმოადგენს. ძალიან კარგია რომ ის რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგია - მაგრამ, რაღაც არ მახსოვს სანდრა რულოვსი 1988 ან 1989 წლებში რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ მებრძოლი.
ახლა, ცხადია მოდაშია და ახალი კომკავშირლები სულ „ნატო, ნატოს" გაიძახიან - ახლა ამ „დასავლური ორიენტაციის" ქადაგება იგივე კონფორმიზმი და კარიერიზმია, რაც 1988-89 წლებში კიევის დიპლომატიურ აკადემიაში სწავლა კგბ-ს შპიონობის მოლოდინში ან იგივე პატრის ლუმუმბას უნივერსიტეტში.
ქალბატონი რულოვსკი კარგად გაქნილი კარიერისტი რომაა მას ეს კარგად ეტყობა - ის ბურების კოლონიურ სამფლობელოებში ადგილობრივთა ენებსაც სწავლობს. ყოჩაღ მას. მაგრამ ამის უკან რომ მერკანტილური იმპერიალიზმი იმალება? ამას რა ვუყოთ? სანდრა რულოვსის მეუღლის მმართველობისას - „მოქალაქეთა კავშირის" და „ნაციონალური მოძრაობის" პირობებში ქართული მიწების დიდი ნაწილი სწორედაც რომ კოლონიურად გასხვისდა - ამაზე პასუხი თუ აქვს ქალბატონ რულოვსს? თუ მხოლოდ რუსია ცუდი იმპერიალისტი და ჰოლანდიელი რასაც ინდონეზიაში აკეთებდა ის კარგია? ან იგივე აფრიკანერები - ჰოლანდიურად რომ საუბრობდნენ და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საზიზღარი მოძალადე აპარტეიდის რეჟიმი რომ შექმნეს, ის რითი იყო რუსზე ნაკლები? და სანდრა რულოვსის ქმარმა აპარტეიდის რეჟიმის მსგავსი ძალადობის მანქანა რომ შექმნა - არ ვიცი და იქნებ მისი ჭკვიანი და კოხტა ცოლიც ეხმარებოდა „ნაცისტური აპარტეიდის" შექმნაში? მისი ნარატივი იგივე ორიენტალისტური რასიზმია, რასაც დიდი ხანია აღმოსავლეთის წინააღმდეგ იყენებენ ახალი ტიპის ჯვაროსნები. დღეს ფინანსური დამონების წყალობით ხდება ასიათასობით ქართველის და იგივე მეგრელის გამოსახლება თავისი მამაპაპური მიწა-წყლიდან და მონურ მორჩილებაში ჩაგდება. სანდრა რუსლოვსს ბევრი შრომა მართებს იმისათვის რომ დაატკიცოს, რომ ის არ არის ბური აპარტეიდული კოლონიალისტი, რომელიც რუსზე არანაკლებ იმპერიალისტია, და რასაც რუსი ჯარით აკეთებდა, იმასვე ფინანსური ექსპანსიით აკეთებს? აბა, რატომ უნდა ასე გამწარებულს ხელისუფლების ისევ ხელში ჩაგდება? ამ კითხვებზე პასუხები არა მგონია ქალბატონ რულოვსს ჰქონდეს - ნაცისტური აპარტეიდის და-ბურ-ულ ენაზე მოსაუბრე მოძალადე რეჟიმის წარმომადგენელს.
გვეყო ქართველებს უცხოელი მმართველები ჩვენი ისტორიის მანძილზე - და თანაც დახვეწილი რასისტები, რომლებიც „ცხოვრებას გვასწავლიან". მათ ილიამ კარგი პასუხი გასცა „მგზავრის წერილებში". არ გიხდება სანდრა ძალაუფლებისთვის ბრძოლა - რაც არ უნდა ლამაზი და ჭკვიანი იყო - ლედი მაკბეტი ჩანს ყველაფერი ამის უკან."- წერს კაკაბაძე.