logo_geo
eng_logo
გურამ მაჭარაშვილი: თუ გვარამია გახდება "ნაცმოძრაობის" თუნდაც ფორმალური მმართველი, ეს საბოლოო ლურსმანს დააჭედებს იმ პოლიტიკური კუბოს ფიცარზე, რომელიც ისედაც გამზადებულია ამ პარტიისთვის
- +

11 ოქტომბერი. 2023. 16:32

 

 

„ხალხის ძალის" წევრი გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ ნიკა გვარამია "ანტიქართული მოვლენაა". მისივე თქმით, თუკი ის გახდება "ნაციონალური მოძრაობის" მმართველი, ეს ფაქტი, საბოლოო ლურსმანს დააჭედებს ამ პარტიის "კუბოს ფიცარზე":

 

"ძალიან კარგად იცნობს ქართული საზოგადოება გვარამიას. ეს არის ანტიქართული მოვლენა, ზოგადად, აგინებს ყველაფერ ქართულს, ტრადიციებს... თუ ის გახდება თუნდაც ფორმალური მმართველი, ეს საბოლოო ლურსმანს დააჭედებს იმ პოლიტიკური კუბოს ფიცარზე, რომელიც ისედაც გამზადებულია "ნაციონალური მოძრაობისთვის".

 

ჩვენ რასაც ვსაუბრობდით, ფაქტობრივად, მოხდა, "ნაცმოძრაობა" დაშლილია. არაფორმალური მმართველიც კი რამდენიმე ჰყავთ. ცუდ დღეშია ხაბეიშვილი, ერთი ფეხი "ვივამედში" აქვს, მეორე - კვიპროსში, აქ რითი იაროს აღარ იცის და არ არის გამორიცხული, რომ მხოლოდ ამ მიზეზით გადააყენონ, იმიტომ რომ არაფორმალურ მმართველობაშიც ვერ ივარგა" - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner