logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ სამხარაძე: გარდა კანდიდატის სტატუსისა, ჩვენ უნგრეთთან გვაკავშირებს ასევე ორმხრივი მჭიდრო თანამშრომლობა
- +

11 ოქტომბერი. 2023. 17:40

 

 

ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოში უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტს გამოეხმაურა. პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქართველოსა და უნგრეთს მჭიდრო ორმხრივი ურთიერთობა აკავშირებს.

 

ჩვენთვის ევროკავშირის თითოეული წევრის ხმა არის მნიშვნელოვანი. ჩვენ ორბანისგან და ზოგადად უნგრეთისგან ბოლო თვეებისა და წლების განმავლობაში ვიღებთ ძალიან მტკიცე მხარდაჭერას. ეს ვიზიტიც ამის დასტურია. თუმცა, გარდა კანდიდატის სტატუსისა, ჩვენ უნგრეთთან გვაკავშირებს ასევე ორმხრივი, მჭიდრო თანამშრომლობა“, - განაცხადა სამხარაძემ.

 

მთავრობის ადმინისტრაციაში უნგრეთის პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა, რის შემდეგაც ირაკლი ღარიბაშვილისა და ვიქტორ ორბანის პირისპირ შეხვედრა დაიწყო. ორი ქვეყნის პრემიერ მინისტრებმა, საქართველოსა და უნგრეთს შორის მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებზე იმსჯელეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner