„ქართველი ხალხი არა მხოლოდ იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსს, არამედ ევროკავშირის წევრობას“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილის განაცხადა.
მისი თქმით, ხალხის ლეგიტიმური წარმომადგენელია ხელისუფლება.
„ქართველი ხალხი არა მხოლოდ იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსს, არამედ ევროკავშირის წევრობას, ამას იმსახურებს ქართველი ხალხი დემოკრატიულ სამყაროში. ხალხის ლეგიტიმური წარმომადგენელია ხელისუფლება და რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლებაც იმსახურებს იმას, რომ არა მხოლოდ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ჰქონდეს იმ ნაბიჯების გამო, რაც ქვეყანამ 2014 წლიდან მოყოლებული ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით გაატარა, არამედ იმსახურებს წევრობასაც“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.