logo_geo
eng_logo
ანრი ოხანაშვილი: ყველა ის სამართლებრივი საკითხი, რომელიც წარმოდგენილი იყო ვენეციის კომისიის შესაბამის დასკვნებში და რომელიც იყო თანხვედრაში საუკეთესო ევროპულ მიდგომებთან, ჩვენ გავითვალისწინეთ
- +

11 ოქტომბერი. 2023. 18:33

 

 

ყველა ის სამართლებრივი საკითხი, რომელიც წარმოდგენილი იყო ვენეციის კომისიის შესაბამის დასკვნებში, რომელიც იყო განჭვრეტადი და რომელიც იყო თანხვედრაში საუკეთესო ევროპულ მიდგომებთან, ჩვენ გავითვალისწინეთ“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებზე საუბრისას.

 

შესაბამისად, თუკი არის რაიმე საკითხი, რომელიც შეიცვას ბუნდოვანებას და ფაქტია, რომ არის, ჩვენ ვენეციის კომისიის კონსულტაციების ფარგლებშიც, რაიმე კონკრეტული სამართლებრივად არგუმენტირებული საუკეთესო ევროპულ მიდგომაზე დაფუძნებული შემოთავაზება ვერ მივიღეთ.

 

თუ ვინმე ცდილობს, რომ ვენეციის კომისია ერთგვარ ფარად გამოიყენოს პოლიტიკური მიზანშეწონილობის საკითხებზე სასაუბროდ, ეს აბსურდი იქნება, ვინაიდან ვენეციის კომისია არის საექსპერტო დაწესებულება, რომელიც წმინდა იურიდიული და ექსპერტული თვალსაზრისით აკეთებს შესაბამის დასკვნებს. თუ ვინმეს სურს, რომ ეს დისკუსია გადაზარდოს პოლიტიკური მიზანშეწონილობის თვალსაზრისით, ეს წმინდა პოლიტიკური საკითხია და ამას კავშირი ვერ ექნება ვერც კანდიდატობის სტატუსთან და ვერც ვენეციის კომისიის იურიდიულ ასპექტში განხილვასთან“, - განაცხადა ოხანაშვილმა „ქრონიკასთან“.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner