logo_geo
eng_logo
ღაზას სექტორში დაღუპულთა რაოდენობა 1 100-მდე გაიზარდა
- +

11 ოქტომბერი. 2023. 20:24

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ისრაელის საპასუხო ავიადარტყმებს ღაზის სექტორში, ბოლო მონაცემებით, 1100 ადამიანი ემსხვერპლა, 5 339 კი დაშავდა. ამის შესახებ BBC წერს.

 

 

როგორც მანამდე უწყებაში განაცხადეს, დაშავებულთა დაახლოებით 60% ბავშვები და ქალები არიან.

 

 

ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ ისრაელზე თავდასხმა 7 ოქტომბერს, 06:30 საათზე განახორციელა და ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. ისრაელმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე შეტევა დაიწყო.

right_banner right_banner
არქივი
right_banner