logo_geo
eng_logo
მაკა ბოჭორიშვილი ევროინტეგრაციის საკითხებზე სტუდენტებს შეხვდა
- +

11 ოქტომბერი. 2023. 21:01

"საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი NATO-ს საზოგადოებრივი დიპლომატიის დივიზიისა და NX აკადემიის საერთო პროექტის - ,,NATO, როგორც საქართველოს საიმედო პარტნიორი ქვეყნის ეროვნული ინტერესების უზრუნველყოფისა და ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე" მონაწილეებს შეხვდა," - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

 

 

მათივე ინფორმაციით, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, პროექტის მონაწილე ახალგაზრდებთან ისაუბრა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე, ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკასა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივაზე.

 

 

საუბარი ასევე შეეხო საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის პროცესში გატარებულ რეფორმების, ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესში გადადგმულ ნაბიჯებს, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის საქმიანობასა და საქართველოს პარლამენტის როლს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში.

 

 

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, დისკუსიის ფარგლებში, ახალგაზრდების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

 

 

NATO-ს საზოგადოებრივი დიპლომატიის დივიზიისა და NX აკადემიის საერთო პროექტის მთავარ მიზანს წარმოადგენს იმ ტიპის სივრცის შექმნა, სადაც მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა შეხვდნენ სფეროს ექსპერტებსა და მოწვეულ მომხსენებლებს, რათა მოისმინონ მათი აზრი, გაეცნონ და განიხილონ NATO-სა და ევროკავშირის უახლესი სტრატეგიები, მიზნები, გამოცდილება და ისტორია და დისკუსიის ფორმატში გამოთქვან საკუთარი მოსაზრებები მიმდინარე მოვლებთან დაკავშირებით.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner