ბელგიის პრემიერ-მინისტრმა უკრაინისთვის F16-ების გადაცემის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა. კერძოდ, ბელგიელმა ჟურნალისტმა ალექსანდერ დე კროოს ჰკითხა: „თქვენც იცით, რომ მომავალ წელს არჩევნებია ბელგიაში, რაც ნიშნავს, რომ მომავალ მთავრობაზე იქნება დამოკიდებული. არ შეგეძლოთ, რომ დღეს ფიქსირებული გადაწყვეტილება მიგეღოთ, რაც უზრუნველყოფდა ნებისმიერ შემთხვევაში F16-ების უკრაინისთვის გადაცემას?“.
დე კროოს თქმით, ნორმალურია თვითმფრინავების გადაცემაზე საბოლოო თანხმობა მოქმედმა მთავრობამ გასცეს.
„დარწმუნებული ვარ, რომ 2025 წლისთვისაც უკრაინისთვის F16-ები სასარგებლო იქნება, რათა საჰაერო სივრცე დაიცვან. ასე მუშაობს დემოკრატია. მე მინდა დაგარწმუნოთ, რომ ბელგიური F16-ები 2025-ში ხელმისაწვდომი იქნება და ნორმალურია, რომ მაშინ ვინც იქნება ხელისუფლებაში მათ გასცენ საბოლოო თანხმობა“, - განაცხადა პრემიერმა.
დღეს ცნობილი გახდა, რომ ბელგია უკრაინას F16-ებ 2025 წელს გადასცემს.