logo_geo
eng_logo
ბელგიის პრემიერი: დარწმუნებული ვარ, რომ F16-ები უკრაინისთვის 2025 წლისთვისაც სასარგებლო იქნება, რათა საჰაერო სივრცე დაიცვას
- +

11 ოქტომბერი. 2023. 21:03

ბელგიის პრემიერ-მინისტრმა უკრაინისთვის F16-ების გადაცემის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა. კერძოდ, ბელგიელმა ჟურნალისტმა ალექსანდერ დე კროოს ჰკითხა: „თქვენც იცით, რომ მომავალ წელს არჩევნებია ბელგიაში, რაც ნიშნავს, რომ მომავალ მთავრობაზე იქნება დამოკიდებული. არ შეგეძლოთ, რომ დღეს ფიქსირებული გადაწყვეტილება მიგეღოთ, რაც უზრუნველყოფდა ნებისმიერ შემთხვევაში F16-ების უკრაინისთვის გადაცემას?“.

 

 

დე კროოს თქმით, ნორმალურია თვითმფრინავების გადაცემაზე საბოლოო თანხმობა მოქმედმა მთავრობამ გასცეს.

 

 

დარწმუნებული ვარ, რომ 2025 წლისთვისაც უკრაინისთვის F16-ები სასარგებლო იქნება, რათა საჰაერო სივრცე დაიცვან. ასე მუშაობს დემოკრატია. მე მინდა დაგარწმუნოთ, რომ ბელგიური F16-ები 2025-ში ხელმისაწვდომი იქნება და ნორმალურია, რომ მაშინ ვინც იქნება ხელისუფლებაში მათ გასცენ საბოლოო თანხმობა“, - განაცხადა პრემიერმა.

 

 

დღეს ცნობილი გახდა, რომ ბელგია უკრაინას F16-ებ 2025 წელს გადასცემს.

right_banner right_banner
არქივი
right_banner