logo_geo
eng_logo
ვოლოდიმირ ზელენსკი: პარტნიორებს ვკითხე: „უფრო ნაკლებად გაგვიწევთ დახმარებას“? პარტნიორებმა მიპასუხეს: „არა“. მაგრამ ვინ იცის რა იქნება
- +

11 ოქტომბერი. 2023. 21:04

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უპასუხა კითხვას ისრაელში მიმდინარე მოვლენების ფონზე უკრაინისთვის საერთაშორისო დახმარების შემცირების შესაძლებლობის შესახებ. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, პარტნიორებმა მას უთხრეს, რომ ასე არ მოხდება, თუმცა არავინ იცის, რა იქნება.

 

 

„მე მინდა თქვენთან გულწრფელი ვიყო. ძალიან სახიფათო სიტუაციაა იმ ადამიანებისთვის უკრაინაში, რომლებიც გრძელვადიან ომში იმყოფებიან. ყველას ეშინია. თუ სხვა მძიმე ტრაგედიები იქნება მსოფლიოში, რა სახის დახმარების, იარაღის მიწოდებას შეძლებენ პარტნიორები. რა თქმა უნდა, ყველას ეშინია. რა თქმა უნდა, რუსეთს ამის იმედი აქვს - მხარდაჭერის შემცირების. მე პარტნიორებთანაც გულწრფელი ვიყავი და ვკითხე: „უფრო ნაკლებად გაგვიწევთ დახმარებას“? ამერიკის შეერთებულ შტატებშიც არჩევნებია და ვხედავთ ცვლილებებს. პარტნიორებმა მიპასუხეს: „არა“. მაგრამ ვინ იცის რა იქნება“, - განაცხადა ზელენსკიმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner