logo_geo
eng_logo
ჯო ბაიდენი: ამ დროს ძალიან მკაფიოდ უნდა ვთქვათ - ტერორიზმს გამართლება არ აქვს
- +

11 ოქტომბერი. 2023. 21:10

ჯო ბაიდენის თქმით, ის ისრაელში მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით ეცნობა. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.

 

 

ტელეარხის ცნობით შესაბამისი განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში, ვარდების ბაღში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ბაიდენმა დასძინა, რომ დღეს უკვე ესაუბრა ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს.

 

 

ამ თავდასხმამ ანტისემიტიზმისა და ებრაელი ხალხის გენოციდის ათასწლოვანი მტკივნეული მოგონებები და ნაიარევები გააცოცხლა. ამ დროს ძალიან მკაფიოდ უნდა ვთქვათ: ტერორიზმს გამართლება არ აქვს“, - განაცხადა ბაიდენმა.

 

 

მან კიდევ ერთხელ დაადასტურა ისრაელისადმი აშშ-ის მხარდაჭერა.

 

 

„შეერთებული შტატები ზურგს გიმაგრებთ და ამ საკითხზე მთელი დღის განმავლობაში და მომდევნო დღეებშიც ვიმუშავებთ“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner