ჯო ბაიდენის თქმით, ის ისრაელში მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით ეცნობა. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.
ტელეარხის ცნობით შესაბამისი განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში, ვარდების ბაღში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ბაიდენმა დასძინა, რომ დღეს უკვე ესაუბრა ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს.
„ამ თავდასხმამ ანტისემიტიზმისა და ებრაელი ხალხის გენოციდის ათასწლოვანი მტკივნეული მოგონებები და ნაიარევები გააცოცხლა. ამ დროს ძალიან მკაფიოდ უნდა ვთქვათ: ტერორიზმს გამართლება არ აქვს“, - განაცხადა ბაიდენმა.
მან კიდევ ერთხელ დაადასტურა ისრაელისადმი აშშ-ის მხარდაჭერა.
„შეერთებული შტატები ზურგს გიმაგრებთ და ამ საკითხზე მთელი დღის განმავლობაში და მომდევნო დღეებშიც ვიმუშავებთ“, - განაცხადა პრეზიდენტმა.