მერიკელი კონგრესმენის, მაიკლ მაკკოლის თქმით, ეგვიპტემ ისრაელი „ჰამასის“ თავდასხმის შესახებ 3 დღით ადრე გააფრთხილა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ამ თემაზე კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ჟურნალისტებს მას შემდეგ ესაუბრა, რაც კონგრესმენებმა დაზვერვის სამსახურის წარმომადგენლების ბრიფინგს მოუსმინეს.
„ვიცით, რომ ეგვიპტემ ისრაელი თავდასხმამდე 3 დღით ადრე გააფრთხილა, რომ შესაძლოა მსგავსი რამ მოხდეს. არ მინდა დეტალებში შევიდე, მაგრამ გაფრთხილება გაცემული იყო. ვფიქრობ, საკითხავია რა დონეზე მოხდა ეს ყველაფერი“, - განაცხადა მაკკოლმა.