logo_geo
eng_logo
იენს სტოლტენბერგი: ისრაელს, რომელიც საშინელი ტერორისტული თავდასხმების ობიექტი გახდა, უფლება აქვს საკუთარი ტერიტორია დაიცვას
- +

11 ოქტომბერი. 2023. 22:25

"ისრაელს აქვს საკუთარი ტერიტორიის დაცვის უფლება. ისრაელი საშინელი ტერორისტული თავდასხმების ობიექტი გახდა. ბევრი მშვიდობიანი მოქალაქეა დაღუპული და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ისრაელს აქვს უფლება დაიცვას თავი ამ ტიპის ტერორისტული თავდასხმებისგან," - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

 

 

მე ასევე ველოდები, რომ რა თქმა უნდა, როდესაც ვხედავთ ისრაელის საპასუხო ნაბიჯებს, ეს ნაბიჯები იყოს პროპორციული და მნიშვნელოვანია, რომ რადგან ეს კონფლიქტი გაგრძელდება, გავაკეთოთ ყველაფერი, რათა თავიდან იქნას აცილებული უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის [სიკვდილი].
ვფიქრობ, ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი გზავნილი, რომ ისრაელის მიმართ მტრულად განწყობილი ერი, ან ორგანიზაცია არ უნდა ეცადოს სიტუაციის გამოყენებას. მაგალითად, შეერთებულმა შტატებმა გაზარდა თავისი სამხედრო წარმომადგენლობა რეგიონში, რაც ასევე შეკავების პოლიტიკის მკაფიო გზავნილია კონფლიქტის ესკალაციის თავიდან ასაცილებლად“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner