logo_geo
eng_logo
იენს სტოლტენბერგი: ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება ავირჩიოთ მხოლოდ ერთი, ან მეორე გამოწვევა, ნატოს მოკავშირეებს აქვთ შესაძლებლობა ბევრ გამოწვევას ერთად გაუმკლავდნენ. ეს ეხება ახლო აღმოსავლეთსაც
- +

11 ოქტომბერი. 2023. 22:50

"ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება ავირჩიოთ მხოლოდ ერთი ან მეორე გამოწვევა. ნატოს მოკავშირეებს აქვთ შესაძლებლობა ბევრ გამოწვევას ერთად გაუმკლავდნენ. ეს ეხება ახლო აღმოსავლეთსაც," - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას - ისრაელში განვითარებული მოვლენები იმოქმედებს თუ არა უკრაინის მხარდაჭერის ხარისხზე.

 

 

მისი თქმით, ნატოს რამდენიმე მოკავშირემ ისრაელს მხარდაჭერა გაუწია და ალიანსი სხვა სახის მხარდაჭერისთვისაც მზადაა.

 

 

უპირველეს ყოვლისა უნდა განვაცხადოთ, რომ ნატო დგას უკრაინის გვერდით. ვნახეთ მინისტერიალზე მოკავშირეების მკაფიო პასუხი. ჩვენი მოქმედება უფრო ხმამაღლა ამბობს სათქმელს, ვიდრე სიტყვები. რაც იმას ნიშნავს, რომ არამარტო ნათლად ვამბობთ, რომ ნატოს მოკავშირეები მზად არიან უკრაინის გრძელვადიანი დახმარებისთვის, არამედ ამას ვამტკიცებთ საქმით. მოკავშირეები აწვდიან უკრაინას მეტ საჰაერო თავდაცვის სისტემას, F-16-ებს, საბრძოლო მასალებს, ვაწარმოებთ მეტ წვრთნას და სხვადასხვა სახის სამხედრო მხარდაჭერის პაკეტებს ვაგზავნით უკრაინაში.

 

 

დღევანდელი შეხვედრა, ნატოს მინისტერიალის დროს ზელენსკისთან შეხვედრა და ასევე უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა, მეტყველებს იმაზე, რომ ალიანსის წევრები არიან იქ, სადაც სჭირდება უკრაინას. ეს არის ძლიერი გზავნილი რუსეთისთვის და ყველასთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ნატოს მოკავშირეები გააგრძელებენ მსგავსი ნაბიჯების გადადგმას, რადგან ეს ჩვენი წევრების უსაფრთხოების ინტერესებშია. ჩვენს ინტერესებშია უკრაინის უპირატესობა. უკრაინის ბრძოლა ჩვენი ბრძოლაა, მათი უსაფრთხოება ჩვენი უსაფრთხოებაა, მათი ღირებულებები ჩვენი ღირებულებებია. ასე რომ, ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებშია იმის უზრუნველყოფა, რომ გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა და ასევე ჩვენს ინტერესს წარმოადგენს უკრაინის გამარჯვება ამ ომში. ეს იყო ნატოს ყველა მოკავშირის გზავნილი ომის დაწყებიდან დღემდე. გამოვავლინეთ უკრაინის მიმართ უპრეცედენტო მხარდაჭერა. ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება ავირჩიოთ მხოლოდ ერთი, ან მეორე გამოწვევა. ნატოს მოკავშირეებს ასევე აქვთ შესაძლებლობა ბევრ გამოწვევას ერთად გაუმკლავდნენ. ეს ეხება ახლო აღმოსავლეთსაც. როგორც მოგეხსენებათ, ნატოს რამდენიმე მოკავშირემ გაუწია ისრაელს მხარდაჭერა, დაზვერვა და სხვა სახის მხარდაჭერისთვისაც მზად ვართ“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner