გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა ღაზას სექტორში მშვიდობიანი მოსახლეობისთვის საკვების, საწვავისა და წყლის შეტანის აუცილებლობის შესახებ განაცხადა. ამის შესახებ BBC წერს.
„ღაზას სექტორში სიცოცხლისთვის აუცილებელი მარაგის, მათ შორის საწვავის, საკვებისა და წყლის შეტანის ნებართვა უნდა გაიცეს. გვჭირდება სწრაფი და შეუფერხებელი ჰუმანიტარული წვდომა ახლავე“, - განაცხადა გუტერეშმა.
მან ასევე მადლობა გადაუხადა ეგვიპტეს ჰუმანიტარულ მისიაში კონსტრუქციული მონაწილეობისთვის.