logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი: ჩვენს ქვეყანას ევროპული პერსპექტივა აქვს. ახლა გვჭირდება სტატუსი, რომ წინ ვიაროთ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე
- +

11 ოქტომბერი. 2023. 23:35

"ყველას გვაქვს იმედი და ეს იმედი ყველასთვის ერთია, რომ ყველაფერი იქნება ისე, როგორც ამას იმსახურებს ჩვენი ხალხი და სახელმწიფო. ანუ, გადაწყვეტილება იქნება სამართლიანი და ის უსამართლობა, რაცერთხელ უკვე მოხდა, ევროკავშირის მიერვე იქნება გასწორებული,'' - ამის შესახებ თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ კანდიდატის სტატუსზე საუბრისას განაცხადა. ვიცე-პრემიერის თქმით, ყველა ცალსახად ამბობს, რომ საქართველო უკრაინასა და მოლდოვასთან შედარებით წინ არის.

 

 

„რაც შეეხება მოლოდინს, აქ პროგნოზი, რა თქმა უნდა, არ არის ადვილი. მთავარი ჩვენთვის არის ის, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში, პარლამენტისა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერობით, ყველა რეკომენდაცია შესრულდა და იმპლემენტაცია უნდა გაგრძელდეს, იმიტომ, რომ ამ პროცესს ბოლომდე მიყვანა სჭირდება. მაგრამ, ვთვლით, რომ ჩვენ გვაქვს მზაობა, რომ ეს სტატუსი ბოლოს და ბოლოს მოვიპოვოთ. მით უმეტეს, ოფიციალურად არის აღიარებული, რომ ჩვენს ქვეყანას ევროპული პერსპექტივა აქვს. ევროპული პერსპექტივის ქონას ევროკავშირი ყველა ქვეყანას არ უღიარებს ხოლმე. ჩვენთვის ის აღიარებულია. ახლა გვჭირდება სტატუსი, რომ წინ ვიაროთ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე“, - აღნიშნა წულუკიანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner