logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი გიორგი კანდელაკზე: ფაქტია, რომ ეს ადამიანი მტრობს ქვეყნის მომავალს და საკუთარ სახელმწიფოს და ამას ტაშს უკრავს ზოგიერთი ევროპელი
- +

11 ოქტომბერი. 2023. 23:38

"გიორგი კანდელაკები ტრადიციულ თავიანთ ამპლუაში არიან. ფაქტია, რომ ეს ადამიანი მტრობს ქვეყნის მომავალს და საკუთარ სახელმწიფოს და ამას ტაშს უკრავს ზოგიერთი ევროპელი, რომელიც ფაქტია, რომ მხოლოდ პოლიტიკური მოტივებით ხელმძღვანელობს და არის სააკაშვილის და მისი პარტიის მომხრე," - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

 

 

მისი თქმით, მომავალი თაობები, მიუხედავად იმისა, ვინ არის ხელისუფლებაში იმსახურებენ უვიზო რეჟიმს და ეს მივიღეთ, ჰქონდეთ სტატუსი და ესეც უნდა მივიღოთ.

 

 

როდესაც ბრიუსელში მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით უვიზო მიმოსვლის რეჟიმისთვის, მაშინ საგარეო საქმეთა კომიტეტში გაიმართა რამდენიმე მინისტრის მოსმენა. მახსოვს, რომ მაშინდელ ეკონომიკის მინისტრთან ერთად, ბატონ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად ასევე იუსტიციის სამინისტროც ვიყავით მიწვეული და ორმა მინისტრმა მოხსენება გავაკეთეთ ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის წევრებთან, სადაც ასევე მოწვეული იყვნენ პარლამენტის დეპუტატები. არასდროს დამავიწყდება, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, წამოდგა გიორგი კანდელაკი და თქვა, რომ საქართველოს არ უნდა მისცეთ უვიზო რეჟიმიო. თუ მე მეკითხებით, ეს როგორ უნდა დახასიათდეს, ეს არის ჩვენი მომავალი თაობების წინაშე ჩადენილი სინდისთან მწყრალი ნაბიჯი, მათ წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული, რადგან მომავალი თაობები, მიუხედავად იმისა, ვინ არის ხელისუფლებაში იმსახურებენ უვიზო რეჟიმს და ეს მივიღეთ, იმსახურებენ ჰქონდეთ სტატუსი და ესეც უნდა მივიღოთ. რა თქმა უნდა, შორს ვარ იმ აზრისგან, რომ გიორგი კანდელაკს დავუწყო ახსნა, რომელი პოლიტიკური ორიენტაციის და საგარეო ვექტორის მატარებელი ვარ ჩემ მთავრობასთან ერთად, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ადამიანი მტრობს ქვეყნის მომავალს და საკუთარ სახელმწიფოს და ამას ტაშს უკრავს ზოგიერთი ევროპელი, რომელიც ფაქტია, რომ მხოლოდ პოლიტიკური მოტივებით ხელმძღვანელობს და არის სააკაშვილის და მისი პარტიის მომხრე“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner