logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი: ნარატივი, რომ გაიყოს ერთმანეთისგან მთავრობა და ხალხი ნელ-ნელა შესუსტდა, თუმცა კიდევ არსებობს
- +

11 ოქტომბერი. 2023. 23:41

"ნარატივი, რომ გაიყოს ერთმანეთისგან მთავრობა და ხალხი ნელ-ნელა შესუსტდა, თუმცა კიდევ არსებობს, მაგრამ გაცილებით უფრო ძლიერი იყო წინა თვეებში," - ამის შესახებ თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. ვიცე-პრემიერის თქმით, განცხადებებს იმის შესახებ, რომ კანდიდატის სტატუსს ქართველი ხალხი იმსახურებს და არა საქართველოს მთავრობა, შესაძლოა რამდენიმე მიზანი ჰქონოდა. მაგალითად, ოპოზიცია თავს იზღვევს იმ შემთხვევისთვის, თუ საქართველო სტატუსს მიიღებს.

 

 

„ალბათ იყო და შეიძლება ახლაც იყოს გათვლა, რომ ქართველი ხალხი შეიძულებს საკუთარ მთავრობას და თავისივე ხელით გადმოაგდებს მას. რატომაც არა, ასეთი გათვლაც ხომ ძალიან საინტერესო შეიძლება იყოს ვინმესთვის და აუჯანყოს ხალხი საკუთარ მთავრობას. ესეც შეიძლება იყოს სურვილი მავანის. მაგრამ ფაქტია, რომ ამან პირველ ჯერზე არ გაამართლა, თუკი ასეთი სურვილი ვინმეს ამოძრავებდა, იმიტომ რომ ჩვენს ერს ძალიან ბევრ ჭირ-ვარამში გამოუვლია საუკუნეების განმავლობაში, რომ ახლა ასეთი ბლეფი დაიჯეროს და საკუთარ მთავრობას აუჯანყდეს. მთავრობას აგერ უკვე მომავალ წელს არჩევნები ელის და თუ არ არის ხალხი კმაყოფილი, არჩევნების გზით შეცვლის მთავრობას და არავითარ შემთხვევაში არ დააზიანებს იმ ქვეყანას, რომელიც ძლივს, კენჭებით და ნაბიჯ-ნაბიჯ ყველას ერთად გვიშენებია“, - განაცხადა წულუკიანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner