logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი პრეზიდენტზე: კულტურისა და სპორტის მინისტრსაც კი წინ მხვდება ყველა ქვეყანაში მისი ნამოქმედარი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესის საწინააღმდეგოა
- +

11 ოქტომბერი. 2023. 23:43

"უკვე ბავშვმაც იცის, რომ ამაში ძალიან დიდი წვლილი იქნება დესტრუქციული ოპოზიციის და ასევე ჩვენი პრეზიდენტისაც," - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას - თუ ამ წელს კანდიდატის სტატუსს საქართველო არ მიიღებს, ამ პროცესში ვისი - რა წვლილი იქნება?

 

 

„კულტურისა და სპორტის მინისტრსაც კი ხვდება ყველა ქვეყანაში მისი ნამოქმედარი (და მე ხშირად არ ვმოგზაურობ) რომელიც არის ჩვენი ქვეყნის ინტერესის საწინააღმდეგო. ეს მუდმივად წინ მხვდება. თუ ეს არ არის პრეზიდენტის მიერ მიყენებული ზიანი თავისივე სახელმწიფოს მიმართ ევროპულ გზაზე, მაშინ ზიანი რა არის მე აღარ ვიცი. ამიტომ დაველოდოთ გადაწყვეტილებას და შემდგომ ყველაფერი უნდა შეფასდეს, ვისი რა წვლილია და ვინ რა - გააკეთა, თუმცა სამწუხარო რეალობაში ნამდვილად ვართ“, - განაცხადა წულუკიანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner