„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი ზაზა დავითაია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
„2 ოქტომბერს დაწერილი ჩემი პოსტის გამო (იხილე ფოტო1) დღეს პოლიციაში გამოკითხვაზე დამიბარეს. "კანვას საქართველოს" ატამანი თურმე, ჩემს პოსტში ჩაქსოვილმა "მუქარის ტონმა" და სიტყვამ "მივუხტეთ" - შეაშფოთა. (იხილე ბმულები: 1. https://www.facebook.com/giomeladze/posts/pfbid02kc6ycwHk4uoF5vPbT3QrkTSjSPBQf2sSmngCkMMy5o8Kdu2StxNGiy4AyYtbVmT2l
შეშინებულმა ყოფილმა კმარელმა მელაძემ, რომელსაც ჯერ თავად აქვს მართლმსაჯულებისთვის პასუხები გასაცემი, რადგან საქართველოში ძალადობას და შეიარაღებული გადატრიალების დაწყებას უწყობს ხელს - პოლიციას მიმართა - ზაზა დავითაია საზოგადოებასთან ერთად ჩემს ოფისზე მოხტომას აპირებს, მეუქრება და დამიცავითო.
არც ერთ ჩემს სიტყვაზე უკან ვიხევ და უკან არ მიმაქვს - დიახ, მელაძე, ქართველი საზოგადოება უნდა მოგიხტეთ ოფისთან და კანონის ფარგლებში შეგაგნებინოთ, რომ არ გაგაბედინებთ საქართველოს მაიდანიზაციას და ჩვენს სამშობლოში სისხლისღვრას!
ამ ნაძირლებს მიაჩნიათ, რომ უცხოელი ტრენერების მიერ ზონდერების სისხლისღვრის გამოწვევის მიზნით გაწვრთნა "გამოხატვის თავისუფლების" ფარგლებში ჯდება, ხოლო ამ ფაქტის გამო საზოგადოების ლეგიტიმური პროტესტი მუქარად, ძალადობად და უკანონობად უნდა ჩაითვალოს? - მანამდე გვერდები არ აგიდგეთ!
მოგიძველდათ ბინძური მეთოდი, მურტალოებო!
დაგცხათ არა, ჩემი მოწოდების გამო და, სუნიც დააყენეთ?
ჯერ სად ხართ! ქარი დათესეთ? - ქარიშხალს მოიმკით!!!
საზოგადოების ლეგიტიმურ პროტესტს ვერსად გაექცევით! ვერსად დაემალებით!
დიახ, მოგიხტებით და, კანონის ფარგლებში გაჩვენებთ, ქართველი ხალხის ნებას!“ - წერს ზაზა დავითაია.