logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი პრეზიდენტზე: ვფიქრობ, ის უკვე ძალიან დიდი ხანია იქ არ არის, სადაც უნდა იყოს
- +

12 ოქტომბერი. 2023. 00:28

"მგონია, რომ ეს იმპიჩმენტის პროცედურა არც დააზიანებს საქმეს და არც არაფერში წაადგება. სამწუხაროდ, ეს რეალობაა და ეს არის ის გზა, რომელიც პრეზიდენტმა თავად აირჩია. ალბათ ცოტა უფრო შორს მჭვრეტელები უნდა ვყოფილიყავით, მაგრამ რომ გავიაზრებთ წარსულს, ვერ წარმოვიდგენდით, რომ ის ამხელა ავანტიურაზე წავიდოდა საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, "- ამის შესახებ თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. ვიცე-პრემიერის თქმით, სალომე ზურაბიშვილი კანდიდატის სტატუსის საკითხს პირადი ინტერესებისთვის იყენებს.

 

 

სამწუხაროდ, სტატუსის მინიჭება/არმინიჭების საკითხს პრეზიდენტი იყენებს საკუთარი გარკვეული ინტერესებისთვის. მათ პოლიტიკურსაც ვერ დავარქმევ, იმიტომ რომ ვერ წარმომიდგენია რა პოლიტიკური ინტერესი შეიძლება ჰქონდეს [ზურაბიშვილს], მას მერე რაც დაატრიალა ამ ქვეყანაში საქართველოს საზიანოდ. რაღაც პირადი ინტერესით მანიპულირებს სტატუსით. ვფიქრობ, რომ არამც თუ დროულია, ძალიან საშურიც არის მისი თანამდებობიდან ჩამოშორება, იმიტომ რომ ის აზიანებს ქვეყანას თავისი გაუაზრებელი ვიზიტებით, რომლის დროსაც არავითარი შეთანხმება მთავრობასთან არ ხდება - ვის რა როლი აქვს, ვინ რა ფუნქციას ასრულებს.

 

 

მახსოვს, რომ უვიზო რეჟიმის დროს მთავრობაშიც კი გვქონდა როლები განაწილებული. ეკონომიკის მინისტრს მიჰყავდა გარკვეული საკითხები, მე მევალებოდა გარკვეული ორი ბლოკი (უვიზო მიმოსვლის რეჟიმისთვის საშინაო დავალებები ერქვა, რაც ბრიუსელმა დაგვიდგინა და ბლოკებად იყო დაყოფილი და ორი ბლოკი იყო იუსტიციის სამინისტროსი პასუხისმგებლობა). სადაც ვიკვეთებოდით, ვთანხმდებოდით ვინ რა როლი ითამაშოს, ვინ ვის დაეხმაროს, რომ ქვეყანა გამოვიდეს გამარჯვებული.

 

 

აი ეს პრეზიდენტმა სრულად მოშალა. მან ძალიან კარგად იცის, რომ ის, ერთი ქალი ვერც სტატუსს მოიტანს და ვერც სტატუსის მოტანას შეუშლის ხელს. მაგრამ ამ ზიანზე მიდის რაღაც პირადი გამორჩენისა თუ მიზნისთვის. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ის უკვე ძალიან დიდი ხანია რაც იქ არ არის, სადაც უნდა იყოს“, - განაცხადა წულუკიანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner